ინტელი, პროექტული სწავლება
Monday, 5 November 2018
Tuesday, 30 October 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები. ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში დავიწყეთ 6 ოქტომბერს. პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელო, პრტფოლიოს ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკა. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები, თავისი რესურსებით.განვიხილეთ ერთი სანიმუშო პროექტი, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის თემები , გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს , ბუკლეტის შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები. მოვარგეთ სტანდარტი ჩვენს პროექტს და შევიმუშავეთ კითხვები პროექტისათვის. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში. გავეცანით საავტორო ეფლებებს. გავეცანით საიტს - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია".სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები. აღნიშნული ტრენინგი ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო. პირადად მე გავიღრმავე ცოდნა სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ძალზედ ენერგიულ ქალბატონს ინგა კახიანს საიტერესო და პროდუქტიული ტრენინგისათვის.
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღის რეფლექსია;
- განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
- ვიმუშავეთ Padlet- ის ნიმუშის შექმნაზე და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე
- დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები სხვადასხვა მეთოდებით.
- ვისწავლეთ ბლოგზე youtube - დან სასურველი ვიდეოების ჩაშენება
Saturday, 27 October 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
- სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები
- ვნახეთ პრეზენტაცია - "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს"
- განვიხილეთ მეექვსე მოდული - "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის"
- აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
- აქტივობა 2: თვითრეგულირების უნარების განვითარება მოსწავლეებში
- გავეცანით პორტალს - "ეფექტური პროექტების შექმნა"
- "პროექტებით სწავლების"
- რესურსების სურსების განყოფილებაში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის :დოკუმენტებს, ფორმებს, შაბლონებს, მათემატიკურ მაგალითებს
- სასწავლო პროექტის გეგმაში დავიწყეთ დიფერენცირებული სწავლების ქვეგანყოფილების შევსება
Sunday, 21 October 2018
Saturday, 20 October 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს ვისაუბრეთ მესამე და მეოთხე მოდულებზე.
განვიხილეთ საავტორო უფლებების თემატიკა
შესაბამისად გავაკეტეთ ტესტი.
ჩამოვტვირთეთ შაბლონი,
რომელსიც შევიტანეთ იმ ვებ-გვერდების მისამართები რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენი პროექტისათვის.
ვისაუბრეთ ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შესახებ
და შევქმენით ჩვენივე ნაშრომი.
Subscribe to:
Posts (Atom)